თბილისის კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის კინოთეატრებთან საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირებიდან, ამ მომენტისთვის 5 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, მან მტკიცებულებების გასაცნობად, ასევე მტკიცებულებების საქმეზე წარსადგენად დრო მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა დააკმაყოფილა. პროცესი 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა