კინოთეატრ "ამირანთან" აქციაზე დაკავებული მერაბ ჭიკაიძე, რომელსაც  500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა აცხადებს, რომ  „შეიგინა, ოღონდ არა პოლიციის მიმართ“

კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მერაბ ჭიკაიძეს სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მერაბ ჭიკაიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან ნამდვილად შეიგინა, თუმცა, არა სამართალდამცველების მისამართით.

"პროტესტს ვაცხადებდი მშვიდობიანს და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. 20-მა ადამიანმა ერთდროულად დამაკავა. პოლიციასთან ახლოს არ ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ შევაგინებდი", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად სცნო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო