ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - პოლონელების, უნგრელების, ჩეხების და სლოვაკების გარეშე გერმანიის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა

ევროპა ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს აღნიშნავს. 1989 წლის 9 ნოემბერს, კედელი, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღირებულებათა ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენდა და გერმანიას ორ ნაწილად ჰყოფდა, საბოლოოდ დანგრეულად გამოცხადდა.

მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა, რომლის მმართველობის პერიოდსაც „პერესტროიკად“ მოიხსენიებენ, უარი განაცხადა სამხედრო ძალით შეჭრილიყო პოლონეთში, უნგრეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში, განაცხადა, რომ „ამ ქვეყნებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა თვითონ უნდა აიღონ“.

კედლის დანგრევას განსაკუთრებით აღნიშნავს დღეს გერმანია, სადაც მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

გერმანიის პრეზიდენტმა მცირე მიმართვა უკვე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ პოლონელების, უნგრელების, ჩეხების და სლოვაკების გარეშე გერმანიის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა.

განცხადება გაავრცელეს ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

„ეს ნიშნავდა ბოროტების იმპერიის კოლაფსს, რაც ყველაზე სწორი და გადამწყვეტი გზა იყო-ეს იყო კომუნისტური ტირანიის დასასრული ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო