კინოთეატრ „ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

კინოთეატრ „ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რამდენიმე საათში კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" მორიგი ჩვენება გაიმართება.

„ქართული მარშის" წევრები და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები დღესაც აპირებენ, რომ ფილმის პრემიერა ჩაშალონ. შესაბამისად, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელების მობილიზება კინოთეატრთან დღესაც გახდა საჭირო.

ამასთან, „ვერის ბაღში“ იკრიბებიან „ქართული მარშის" წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა