სამართალდამცველის ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირი იგინებოდა და ხმამაღლა ყვიროდა

სამართალდამცველის ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირი ლევან ამერეჯიბი იგინებოდა და ხმამაღლა ყვიროდა.

„საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით, რა დროსაც, აღნიშნული პირი ყვიროდა ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდა. მოვუწოდეთ აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის აგრძელებდა აგრესიულ ქმედებას", - განაცხადა სამართალდამცველმა.

აღნიშნულს სასულიერო პირი ნაწილობრივ დაეთანხმა.

"ნაწილობრივ ვეთანხმები. არ ვიგინებოდი, მასა რომ აწვებოდა, პირველი ვიდექი, ჭყლეტვაში ვიყავი", - განაცხადა ამერეჯიბმა.

კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებული სასულიერო პირის ლევან ამერეჯიბის სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე გადაიდო. როგორც სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა განაცხადა, ვინაიდან სამართალდამცველის პოზიციას დაკავებული კატეგორიულად არ ეთანხმება, სასამართლომ სამართალდამცველებს საკუთარი ინიციატივით დაავალა მტკიცებულებების გამოთხოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს