მამუკა მდინარაძე - ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება

ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება“,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯომარე მამუკა მდინარაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება.

„ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე. საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება. როცა ვსაუბრობთ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ განათლების რეფორმაზე, ეს არის უდიდესი კომპონენტი ამ რეფორმაში. ვერც ერთმა ადამიანმა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები. ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ”.

1 მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტურები, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ჰქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს