გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში 10-12 ივნისს ჩატარდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა - ბაზრობაზე WTM London - ის ფარგლებში, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წლის ივნისში, საქართველოში, ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.შეხვედრაზე აღნიშნული სხდომის თარიღად 2020 წლის 10-12 ივნისი გადაწყდა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში ჩატარდება. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი ესტუმრება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო კორპორაციების, კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ეწვევიან. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრაზე განვსაზღვრეთ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თარიღი და განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება 2020 წლის 10-12 ივნისს თბილისსა და კახეთში გაიმართება.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისა და სწორი პოზიციონირებისთის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილსა და ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის ლონდონში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე 2019 წლის 5 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის სემინარის საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

ღონისძიება პირველად საქართველოში, აჭარაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის მხარდაჭერით და მსოფლიო საქმიანი ტურიზმის ასოციაციის (ICCA) ეგიდით ჩატარდება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი, აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა