კინოთეატრ „ამირანთან" დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

კინოთეატრ „ამირანთან" საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც დაკავებული პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობდნენ, მხოლოდ ერთ პირს, მერაბ ჭიკაიძეს დაეკისრა სახდელი 500-ლარის ოდენობით. ჭიკაიძემ აღიარა, რომ ის იგინებოდა, თუმცა, არა სამართალდამცავების მისამართით.

ამასთან, ცალკე წარმოებად გამოიყო სასულიერო პირის, ლევან ამერეჯიბის საქმე. კიდევ ორი დაკავებული კი, ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის ინფორმაციით, ხელწერილით გათავისუფლდა და მათი საქმე სასამართლოს არ განუხილავს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში დღეს, თბილისის კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა