გურამ ფალავანდიშვილი - მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, პირადად მისი პასუხისმგებლობაა, ეგ არის ლობისტი. რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა, - აღნიშნული განცხადება ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა „ვერის ბაღში“ გააკეთა.

ფალავანდიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ იყოს სახელმწიფო მმართველი და ის უნდა გადაგეს.

„გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს, ფიზიკურადაც და მორალურადაც. ვიღაცებმა ისროლეს რაღაცები, ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ აგვეღო ჯოხები, ეს არ გავაკეთეთ. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს, აქედან გამომდინარე ხალხისთვის არ დაგვიძახია“, - განაცხადა გურამ ფალავანდილშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ფალავანდიშვილის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირება არ იქნება, ისინი პლაკატებით ყველა კინოთეატრთან გადანაცვლებას გეგმავენ.

„ჩვენ პლაკატები დავბეჭდეთ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომ ეს შეუარცხყოფაა ჩვენი ერის. ამ პლაკატებით წავალთ ყველა კინოთეატრთან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი სიბილწე, გარყვნილება და ჩვენი ერის სულში ჩაფურთხება პოლიციის დაცვის გარეშე არ უნდა გადიოდეს“,- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა