საპატრულო პოლიციის უფროსი - შსს კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აგრძელებს

"შსს უკვე მეორე დღეა, აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თბილისში არსებულ კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე", - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს “თბილისი გალერისთან” განუცხადა, სადაც კინოფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დღეს, 19:45 საათზე დაიწყება.

მიისვე თქმით, შს სამინისტრო დაიცავს მოქალაქეების უფლებებსა და მართლწესრიგს.

„შსს უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თბილისში არსებულ კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, თითოეულ ლოკაციაზე დავიცავთ თითოეული მოქალაქის უფლებებსა და მართლწესრიგს. შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ, პოლიციური ძალები განლაგებულები იქნებიან კინოდარბაზის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეტალოდეტექტორის საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა კინოდარბაზში", - განაცხადა სირაძემ.

მანვე უპასუხა კითხვას დაკავებულების შესახებ.

„არსებული ინფორმაციით, ჯამში დაკავებულია 28 პირი, თბილისში 25, ხოლო ბათუმში - 3 პირი. ამ დაკავებულებიდან ერთ-ერთი დაკავებულია ძალადობის ფაქტზე სსკ-ის 126-ე მუხლით. დღეს ამ ფაქტთან დაკავშირებით არც ერთი პირი არ არის დაკავებული. რაიმე პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ასევე, შემოწმებულია კინოლოგიური სამსახურების მიერ თითოეული კინოდარბაზი", - აღნიშნა სირაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო