ლევან ვასაძე - გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ სპეცრაზმმა დაგვიშინა ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს

„ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე იხმარა ძალიან უხეში ძალა,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, გუშინ „ქართული მარშის“ წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ უსამარცხვინოესი ფილმის ჩვენება, ამ ჩვენი უღრმესი ტრადიციის შემრყვნელი აქტის ქართველ ერში მშვიდობიანად ჩატარება შეუძლებელია. მთელი მსოფლიო უცქერდა თუ როგორ ერთიანად, მედგრად და მტკიცედ აპროტესტებდა უამრავი ხალხი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმ უმსგავსობას, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე გამოიყენა ძალიან უხეში ძალა და ჩვენ ფიზიკურად ეს ვერ შევძელით. გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო