შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აქციის მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ბათუმში აქციის მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც მან აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის დარღვევის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამისად იმოქმედებენ.

„საპოლიციო ძალები კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ მართლწესრიგის დაცვისაკენ. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება იქნება. საპოლიციო ძალების ჩანაცვლება პერიოდულად ხდება, საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა მოხდება",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება 22:00 საათზე არის დაგეგმილი, რასაც მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს. ისინი კინოთეატრთან ამ წუთებში იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა