ლევან ვასაძე -  პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა, მაგრამ თუ ვიგრძენი, რომ ეს აუცილებელია და ეს ჯვარი დამედო, გამოვალ და პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე

„მე პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა, მაგრამ თუ ვიგრძენი, რომ ეს აუცილებელია და ეს ჯვარი დამედო, დავპირდი ჟურნალისტებს, რომ გამოვალ და პირდაპირ ვიტყვი,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე პოლიტიკაში მყოფი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება.

„გულწრფელად ვამბობ, რომ მე პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა, მაგრამ თუ ვიგრძენი, რომ ეს აუცილებელია და ეს ჯვარი დამედო, დავპირდი ჟურნალისტებს, რომ გამოვალ და პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ყველა პოლიტიკოსი გამოდის და ამბობს: „ესენი ცუდად გაჭმევენ. მე ამირჩიეთ და უკეთ გაჭმევთ. ესენი ქურდობენ, მე არ ვიქურდებ“. აი, ეს ღორული ლექსიკა, რომ „ისინი ცუდად გაჭმევენ და მე უკეთესად გაჭმევ“, რომელშიც ვტრიალებთ ბოლო 30 წელია, კლასიკაში მიჩნეულია პოლიტიკის უმდაბლეს დონედ. ის თემები, რაც მე წამოვწიე, მორალურ-ზნეობრივი თემები, ცენტრალურად მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, ვინც მიხვდება, რომ ამის დროა.

როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს თავის ნებით პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ჰქონდეს? მიმაჩნია, რომ ადამიანი პოლიტიკაში შეიძლება მოვიდეს მხოლოდ სამი მიზეზით. პირველი - ფულზე ჩალიჩი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, მეორე - ძალაუფლების სიყვარული, რაც ჩემთვის მიუღებელია და მესამე - გულწრფელი შეწირვა და მსახურება. აი, მაგისი მე მჯერა, მაგრამ ეგ ისეთი ჯვარია... მიმაჩნია, რომ თუ მაცხოვარმა ვერ მონახა 12 მიმდევარი, ვინც არ უღალატებდა, მე ვინ ვარ, რომ ამხელა ტვირთი ავიკიდო და მქონდეს იმედი იმისა, რომ არ ჩავეფლობი იმ სიბინძურეში, რასაც ჰქვია ქართული პოლიტიკა,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა