გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს პასუხობს.

მამუკა ხაზარაძე, სულ მცირე, უხერხულობას მაინც უნდა გრძნობდეს, როდესაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით აშენებულ მაღალტექნოლოგიურ სათბურშია სტუმრად და ამბობს, რომ საქართველო თოხისა და გუთნის მენტალიტეტში დარჩა.

ბატონ მამუკას მინდა ვუთხრა, რომ რასაც ის სამომავლოდ გეგმავს, უკვე წლებია ხორციელდება. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული. ამ სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური 200-ზე მეტი ახალი საწარმო შეიქმნა, თანამედროვე სტანდარტით გადაიარაღდა 800-ზე მეტი, 8 ათას ჰექტარზე გაშენდა თანამედროვე ტიპის ბაღი, ჩანაცვლება დაიწყო მესაქონლეობაში, რის შედეგადაც, 500 %-ით გაიზარდა მაღალპროდუქტიული ჯიშები. დარგში 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელბულია კერძო ბიზნესის მიერ, ხოლო სახელმწიფოს მიერ, თანადაფინანსების პროცესში, დაახლოებით, 260 მილიონ ლარამდეა დახარჯული. 2012 წლის შემდეგ, იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, 2018 წელთან შედარებით, არც ერთი პროცენტით არ გაზრდილა, მაშინ როდესაც, სწორედ სახელმწიფო პროგრამების შედეგად შევძელით გაგვეორმაგებინა ექსპორტზე პროდუქციის გატანა. ექსპორტზე გასულია, თითქმის, მილიარდი ღირებულების ქართული პროდუქცია. 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგიას სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს და მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს. ბატონო მამუკა, მინდა იცოდეთ, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელები აცხადებენ, რომ საქართველოში წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის სისტემური გარდაქმნა. ეს ნამდვილად არის წარმატება. თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი, რომელსაც 2020-2021 წლის სტარტეგია ითვალისწინებს. ასე, რომ ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას იმ 40 ათასი ფერმერს, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების დანერგვში, ახალი კულტურების მოშენებისა და ახალი ჯიშების გამრავლების პროცესშია ჩართული",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო