დაბა საგურამოში დავით გურამიშვილის ძეგლი და დასასვენებელი პარკი გაიხსნა

დაბა საგურამოში დღეს დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლამდე ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. პარკის მოწყობასა და თანმდევ სამუშაოებზე 800 000 ლარამდე დაიხარჯა და ეს თანხა სრულად დაფარა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“.

პარკის გახსნა ადგილობრივებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიულოცა.

„ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან სოლიდური თანხები იხარჯება საბაზისო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სამწუხაროდ, საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევთ ასეთი ტიპის პროექტებს. იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი, საბედნიეროდ „ქართუ“ გვეხმარება და ეს პროექტიც არის საქველმოქმედო ფონდთან სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ორწლიანი სამუშაოების შედეგად, ეს სივრცე ოჯახური დასვენების, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული აქტივობების ინტეგრირებულ პლატფორმად იქცა. უნიკალურ ეკოსისტემაში თავმოყრილია ულამაზესი ენდემური ბუნება, ამფითეატრი, სპორტული მოედნები, საბავშვო გასართობი ზონა და ავტოპარკინგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო