თბილისის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი სეანსი ინციდენტების გარეშე დასრულდა

თბილისის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი სეანსი ინციდენტების გარეშე დასრულდა. მაყურებლებმა კინოთეატრების შენობები უკვე დატოვეს. კინოთეატრებთან სამართალდამცველები იმყოფებიან და აქციის მონაწილეებს მაყურებელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერეა თბილისში“ მდებარე კინოთეატრში აქციის მონაწილეები მაყურებლების მისამართით სკანდირებდნენ: „სირცხვილია, სირცხვილია“.

მეორე სეანსი კინოთეატრ „ამირანში“ 10:15 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას მეორე სეანსის დასრულებამდე არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინაც გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)