ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები აქციას დღესაც გამართავენ

კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც ორი დღეა ფილმის პრემიერას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ აქციას დღესაც გამართავენ. მათი თქმით, ისინი 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანთან" შეიკრიბებიან.

ამასთან, როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიცრუეა, რომ ფილმის პრემიერას ბევრი ხალხი ესწრებოდა და რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. დეკანოზი მიიჩნევს, რომ მათმა „პროტესტმა შედეგი გამოიღო და მიზანს მიაღწიეს".

უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. სწორედ პოლიციის მეშვეობით ტოვებდნენ კინოთეატრის შენობას კინოსეანსიდან გამოსული მოქალაქეები.

შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებები საქართველოს კონოთეატრებში 8 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მოწინააღმდეგეები აქციას დღესაც გამართავენ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა