რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის კლაუს იოჰანისი, მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილე, ყოფილი მსახიობი და რეჟისორი, დამოუკიდებელი კანდიდატი მირჩა დიაკონუ, დენ ბარნა „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ ხელმძღვანელი და სხვები.

ქვეყანაში დაახლოებით 18.2 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში იოჰანისი ლიდერობს, რომელსაც მოსახლეობის 40%-ი უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა