არჩილ თალაკვაძე - მწვანე პოლიტიკა და გადაწყვეტილებები საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი

მწვანე პოლიტიკა და გადაწყვეტილებები საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „თბილისი ჰილს“-ში გამართულ ღონისძიებაზე - „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის „მწვანე ინიციატივებზე“ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და გარემოს დაცვის კომიტეტმა იმუშავეს , რომელიც ოთხ ძირითად ინიციატივას მოიცავს.

„აქ არის ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. 1. მწვანე ხაზების ინიციატივა. 2. ტყის კოდექსი. 3. ემისიების კონტროლთან დაკავშირებული ინიციატივა, 4. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ოთხივე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ოთხივე გარემოსდაცვით საკითხებს, ზიანის შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მწვანე საფარის, ტყის რესურსის, პარკების განვითარებას და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის -მწვანე გარემოს დაცვას ეხება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარლამენტის მწვანე ინიციატივები მივიღოთ და გავუწიოთ მონიტორინგი კანონებს, რათა ისინი რეალურ ცხოვრებაში განხორციელდეს და მოგცეს რეალური შედეგი.

მინდა, უფრო მეტი ყურადღება დავუთმო ამ მიმართულებით პარლამენტის მუშაობას, ვინაიდან მწვანე პოლიტიკა, გადაწყვეტილებები, მწვანე ინიციატივა, მათ შორის მწვანე დისკუსის შეტანას საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა