ბრაზილიის გათავისუფლებული ექსპრეზიდენტი მოქმედ პირველ პირს  არჩევნებში დამარცხებით ემუქრება

ბრაზილიის გათავისუფლებული ექსპრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა აცხადებს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს დაამარცხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექს-პრეზიდენტი, რომელიც პატიმრობიდან პარასკევს გაათავისუფლეს, იმუქრება, რომ ულტრა-მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუს დაამარცხებს და ბრაზილიის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„მინდა გითხრათ, რომ მე დავბრუნდი, თუ კარგად ვიმუშავებთ, 2022 წელს ულტრა-მემარჯვენე ბოლსონარუს მემარცხენე ძალა დაამარცხებს, რომლისაც მას ასე ეშინია,“ - მიმართა 74 წლის ლულა და სილვამ ასობით მხარდამჭერს.

ბოლსონარუმ ექსპრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდებულთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„ნუ მისცემ ტყვია-წამალს ნაძირალას, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია, მაგრამ დანაშაულით აღსავსეა,“ - განაცხადა ბოლსონარუმ.

შეგახსენებთ, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც კორუფციული ბრალდებების გამო 2018 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ორი დღის წინ გაათავისუფლეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბრაზილიის გათავისუფლებული ექსპრეზიდენტი მოქმედ პირველ პირს  არჩევნებში დამარცხებით ემუქრება

ბრაზილიის გათავისუფლებული ექსპრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა აცხადებს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს დაამარცხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექს-პრეზიდენტი, რომელიც პატიმრობიდან პარასკევს გაათავისუფლეს, იმუქრება, რომ ულტრა-მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუს დაამარცხებს და ბრაზილიის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„მინდა გითხრათ, რომ მე დავბრუნდი, თუ კარგად ვიმუშავებთ, 2022 წელს ულტრა-მემარჯვენე ბოლსონარუს მემარცხენე ძალა დაამარცხებს, რომლისაც მას ასე ეშინია,“ - მიმართა 74 წლის ლულა და სილვამ ასობით მხარდამჭერს.

ბოლსონარუმ ექსპრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდებულთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„ნუ მისცემ ტყვია-წამალს ნაძირალას, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია, მაგრამ დანაშაულით აღსავსეა,“ - განაცხადა ბოლსონარუმ.

შეგახსენებთ, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც კორუფციული ბრალდებების გამო 2018 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ორი დღის წინ გაათავისუფლეს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო