არჩილ თალაკვაძე ლევან ვასაძის განცხადებაზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით -  არანაირი ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია - წერტილი!

არანაირი ინფორმაცია ვასაძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.

თალაკვაძის თქმით, „არანაირი ფარული გარიგება“ არ არსებობს.

„აბსურდულია, არანაირი ფარული გარიგება. „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შეთანხმება საზოგადოებასთან, თავის ამომრჩეველთან. ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, ბიზნესმენს, მედიას ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, გითხარით, რომ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი!“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვასაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აქვს უფლება ქვეყნის მმართველი იყოს“. ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა