არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს, ხოლო ოპოზიციის განცხადებები მათ ღირებულებებზე მეტყველებს

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, უკმაყოფილოები არიან,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.

არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს შეახსენა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში ქველმოქმედებას რამდენიმე ათწლეულია, ახორციელებს და მის მიერ გაწეული ქველმოქმედებისთვის ქულებს სხვები იწერენ.

მისივე შეფასებით, ოპონენტთა ამგვარი დამოკიდებულება თავად ოპოზიციის ამ ნაწილის ღირებულებებზე მეტყველებს.

„ეს არის იმ ადამიანების განცხადება, რომელთაც შურთ ან რომელთათვისაც მიუღებელია, რომ შესაძლოა, მათ გარეშე ქვეყანაში რაღაც პოზიტიური კეთდებოდეს. ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს. სხვები ჭრიდნენ ლენტებს, სხვები ესწრებოდნენ პრეზენტაციებს და მას არასდროს არ გამოუთქვამს საყვედური ამასთან დაკავშირებით და არც საჯაროდ არ უთქვამს, რომ სინამდვილეში, სხვა ადამიანები ცდილობდნენ დაეწერათ ქულები იმ ქველმოქმედებაზე, რომელსაც ის ახორციელებდა 90-იანი წლებიდან. არც შემდეგ, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, გახდა საჯარო პირი, არც შემდეგ არასდროს მოგვისმენია მისი საყვედური ამასთან დაკავშირებით. დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აგრძელებს საქმეს, რომელსაც წლების განმავლობაში აკეთებდა, აკეთებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც მომავლის პროექტია, ხდება აბასთუმნის განახლება მთლიანად, იწყება წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ეს ერთგვარი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ოპოზიციის ამ ნაწილს და გარკვეულ ოპონენტებს, ეს მიუთითებს უბრალოდ, ამ ადამიანების შინაგან ღირებულებებზე, დამოკიდებულებებზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც ეს კეთდებოდა იმ პერიოდში, როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ, რომ ამას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, ისინი არიან უკმაყოფილოები. ეს რას ნიშნავს და რა შეფასება ეკუთვნის ამ ქცევას ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის