გია ვოლსკი - არ მწამს ისეთი არასამთავრობოების ობიექტურობა, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის მიერ არის წახალისებული რაიმე რადიკალური ქმედება

არ მწამს ისეთი არასამთავრობოების ობიექტურობა, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის მიერ არის წახალისებული რაიმე რადიკალური ქმედება, დაგვისაბუთონ , საიდან მოიტანეს ეს აბსურდი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ მედიას განუცხადა, რითაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტიის შეხედულებაა, რომ ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა კანონდარღვევაზე პასუხი ყველას გაეცემა.

„არ მწამს ისეთი არასამთავრობოების ობიექტურობა, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის მიერ არის წახალისებული რაიმე რადიკალური ქმედება. მაშინ დაგვისაბუთონ ან ინფორმაცია წარმოადგინონ, საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე, პირდაპირ ვიტყოდი. ჩემი და ჩვენი შეხედულება არის, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. არაფერი ისეთი არ უთქვამს ლევან ვასაძეს, ან ნებისმიერ სხვას მის გარშემო, რომელიც უცხოა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ თუკი ამას ძალადობა, ქვის სროლა და ადამიანის დაშავება მოჰყვება, ეს არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხი გაეცემა ყველას“,-განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9 ნოემბერს გაიმართა.ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარშის“ წევრები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ფილმის ჩვენება დღესაც არის დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა