დავით ბაქრაძე - „ევროპულ საქართველოს’’ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დამხარებების აღდგენა და საპენსიო რეფორმის გაუმჯობესება

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ახალსოფელში პენსიონერებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ადგილობრივებმა დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დროს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს.

მოსახლეობის თმით, 200 -ლარიანი პენსია თვიდან თვემდე მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზეც კი არ ჰყოფნით, მათ უმრავლესობას კი კრედიტები აქვს. ადგილობრივებმა სოციალური დახმარების მოხსნის საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ’’ევროპულ საქართველოს’’ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა და რადიკალური საპენსიო რეფორმის გაუმჯობესება.

„ის რაც გააკეთა ’’ქართულმა ოცნებამ’’ არ არის პენსიის 50 ლარით სრულფასოვანი გაზრდა. ეს პროცესი გაწერილია 9 თვიან ვადაში და ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იმდენად ძვირდება ცხოვრება, რომ საპენსიო ნამატს გაძვირებული ცხოვრება პირდაპირ ჭამს. მეორე - მან დაყო პენსიონერები 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ ასაკად. რა თქმა უნდა , პენსიის ნებისმიერი გაზრდა კარგია და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, მაგრამ ეს არ არის ის 50 ლარიანი ზრდა, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით.

უახლოეს დღეებში ’"ევროპული საქართველო’’ საზოგადოებას საპენსიო რეფორმის სრულ მასშტაბიან გეგმას წარუდგენს, რომელიც ორივე მთავარ კომპონენტს მოიცავს. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს პენსიის გაორმაგებას, ხოლო იმ ადამიანებისთვის ვინც ჯერ პენსიაში არ არის და დაგროვებით სქემაში მონაწილებს, ჩვენ მომზადებული გვაქვს დაგროვებითი პენსიის რეფორმირების სქემა, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი,იქნება არჩევითი და რომელიც ადამიანებს ასაკში და სიბერეში დაუგროვებს ბევრად მეტ თანხას ვიდრე ’’ქართული ოცნების’’მიერ შემოთავაზებული მოდელი. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი პირობებისთვის ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის და პენსიების მომდევნო გაზრდისათვის”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა