ბოლივიაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მორალესმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დამკვირვებელთა საერთაშორისო ჯგუფმა ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საეჭვოდ მიიჩნია.

მანამდე კი, ბოლივიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწოფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. ბოლივიის შეირაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ისინი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებენ და საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდებიან. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის 3 დიდ ქალაქში პოლიცია აქტივისტების მხარეს გადავიდა. ათობით სამართალდამცავმა აქტივისტებს ხელი ჩამოართვა და დემონსტრაციას შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლივიაში საპროტესტო აქციები უკვე 3 კვირაა მიმდინარეობს. ქვეყანაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს