ლევან ვასაძე - გია ვოლსკისგან ეს არის უდიდესი კომპლიმენტი -  არის ნაწილი ხალხისა, ვისი მხრიდანაც ღირსებაზე ლაპარაკი არის მხოლოდ თაფლი და შაქარი ჩემთვის

გია ვოლსკისგან ეს არის ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი. არის ნაწილი ხალხისა, ვისი მხრიდანაც ღირსებაზე ლაპარაკი არის მხოლოდ თაფლი და შაქარი ჩემთვის,- ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას მის შესახებ.

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება, ლევან ვასაძე პასუხობს: "დარწმუნებულნი არიან, რომ მისი თანაგუნდელები არიან?"

რაც შეეხება ვასაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას, როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკაში მოსვლა არ სურს. თუმცა, არასდროს უთქვამს, რომ ამას გამორიცხავს.

"მე მიმაჩნია, რომ ეს არ მინდა და ეს უმძიმესი ჯვარია ჩემთვის",- განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, უფრო ვრცლად ამ საკითხებზე მიმართვაში ისაუბრებს. ამ დროისთვის ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები ვერის პარკში იმყოფებიან. მოგვიანებით, ისინი კინოთეატრ ამირანთან გადაინაცვლებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს