გურამ ფალავანდიშვილი ინციდენტებზე - ჩვენ მათ პროვოკატორები ვუწოდეთ,  თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც ჩვენი მოწოდების გამო გამოვიდა და მერე ამ დონეზე აღიგზნო

ჩვენ მათ პროვოკატორები ვუწოდეთ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც ჩვენი მოწოდების გამო გამოვიდა და მერე ამ დონეზე აღიგზნო, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა გუშინდელ აქციაზე ჯოხების სროლის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ ფალავანდიშვილი დღესაც თავისუფლების მოედანზე, „თბილისი გალერეაში“ გადაინაცვლებს თანამოაზრეებთან ერთად და როგორც აღნიშნავს ფილმის ჩვენების ჩაშლას კვლავ შეეცდება.

"რაიონებიდან ხალხი წავიდა უკან იმიტომ, რომ შეჭრის მცდელობა აღარ არის ჩვენგან. პოლიციას ვურჩევ, რომ ამხელა ძალები აღარ დააყენოს იმიტომ, რომ 3000 კაცი იყო თავისუფლების მოედანზე და უაზრობა იყო. საერთოდ მოხსნას კორდონი და შემოვიდეს და გამორთოს კინო, ეს სჯობია. თუ პოლიცია არ იქნა, ხალხი, რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს და შევა და ჩაშლის. ახლაც იგივეს ვაპირებთ. მე ვაპირებ აუცილებლად ჩავშალო სეანსი. პოლიციასთან შიშველი ხელებით შესვლა არ გამოგვივიდა და პოლიციაზე მიწოლა რაც იყო, არ იქნება. შეიძლება კარგიც არის, რომ არ გამოგვივიდა, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს უკან გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და როგორ დამთავრდებოდა დახურულ სივრცეში მისვლა, ძნელი წარმოსადგენია. სხვა არის ღია სივრცეში, დარბაზიდან ვერ წავა ხალხი ვერსად და შეიძლება მოხდეს პროვოკაცია. დღეს ჩვენი ამოცანაა ვიდგეთ კინოთეატრების წინ და „სიცხვილია“ დავუძახოთ ან არ დავუძახოთ.ჩვენი მისვლა უკვე ნიშნავს უარყოფით დამოკიდებულებას და ასევე მივუწოდებ პილიციელებს, რა ფიციც დადეს სახელმწიფოს წინაშე შეასრულონ, აღკვეთონ ჩვენი თავსლაფდასხმა და თვითონ გამორთონ ეს ტელევიზიები. თუ არ გამორთავენ, ჩვენ ვერ შევალთ ძალით",- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო