ლევან ვასაძე - როცა მეკითხებიან, როგორ დავიწყოთ ჯანმრთელი ურთიერთობები დასავლურმა იმპერიამ და ქართველმა ერმაო, ჩემი პასუხია - მონახონ ამერიკაში სვეტიცხოვლის ჭაღი, რომელიც დაიკარგა და დააბრუნონ სვეტიცხოველში

როცა დასავლეთის მოაზროვნეები მეკითხებიან, როგორ დავიწყოთ ჯანმრთელი ურთიერთობები დასავლურმა იმპერიამ და ქართველმა ერმაო, ჩემი პასუხია - მონახონ ამერიკაში სვეტიცხოვლის კუთვნილი ჭაღი, რომელიც რევოლუციის შემდეგ დაიკარგა და დააბრუნონ სვეტიცხოველში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვასაძე იხსენებს, ეს ჭაღი სვეტიცხოვლის ტაძრიდან კომუნისტების პერიოდში ჩამოხსნეს, შემდეგ გადაიტანეს მაშინდელი ამერიკის საელჩოში, რომელი შენობაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენციად იწოდება.

„მე ხშირად მეკითხებიან დასავლეთის მოაზროვნეები, პოლიტიკოსები, ძალიან გავლენიანი ხალხი, ანალიტიკოსები, რომლებიც მითანაგრძნობენ, იმიტომ, რომ თვითონაც კონსერვატიული, ნამდვილი, ადამიანური, ეროვნული განწყობისანი არიან, რომ - რა ვქნათ, ლევან, როგორ დავიწყოთ ჩვენ, როგორც დასავლეთმა თქვენთან, როგორც ქართველებთან თავიდან ურთიერთობა და მე მინდა სიმბოლური რჩევა მივცე მათ - სანამ რევოლუცია მოხდებოდა, სვეტიცხოვლის ტაძარში ეკიდა ჭაღი, რომელიც სვეტიცხოველს აჩუქა რუსეთის რომელიღაც იმპერატორმა, მე მგონი - ნიკოლოზ მეორემ. როდესაც კომუნისტები მოვიდნენ და გაძარცვეს ეკლესია, ეს ჭაღი მოხსნეს და გადმოიტანეს იმ შენობაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ერქვა და რომელსაც ახლა მე მგონი, პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქვია - ალექსანდრეს ბაღის ქვეშ. საბჭოთა პერიოდში ეს ჭაღი ეკიდა იქ. როდესაც ეს შენობა გარდაიქმნა ამერიკის საელჩოდ, ფაქტია, რომ ეს ჭაღი იქიდან მოიპარეს და გაქრა. და როდესაც მეკითხებიან რომელი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, როგორ დავიწყოთ ჯანმრთელი ურთიერთობები ჩვენ, დასავლურმა იმპერიამ და თქვენ, ქართველმა ერმა-მე გთავაზობთ, თქვენ, მონახეთ ეს ჭაღი ამერიკაში და დააბრუნეთ სვეტიცხოველის ტაძარში“, - განაცხადა ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა