პარლამენტის წინ საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის ღონისძიება გაიმართება

11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების: “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი”-ს მიერ.

ორგანიზატორების ცნობით, პარლამენტის წინ, სპეციალური დანადგარის - ე.წ. სლაიდერის გამოყენებით, მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევის სიმულაცია საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროების დემონსტრირებისთვის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩასხდნენ სლაიდერში, რომელიც 30კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, გადაიკრან უსაფრთხოების ღვედი, ჩაისვან არასრულწლოვანი (თოჯინა ამ შემთხვევაში) კალთაში და გამოსცადონ თუ რამდენად რთულია, თუნდაც დაბალ სიჩქარეზე შეჯახებისას, ხელში ბავშვის დაჭერა.

„საგზაო შემთხვევის სიმულაციის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება ვიზუალურად დავინახოთ, თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ბავშვების მგზავრობა სავარძლის გამოყენების გარეშე და რამდენად დაუცველია ბავშვის სიცოცხლე მგზავრობის დროს; შესაბამისად, შესაძლებელი იქნება, შეფასდეს ამ მხრივ დღეს არსებული რეგულაციის არაეფექტურობა და პარლამენტში ინიცირებული ცვლილების მიღების საჭიროება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, 11 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს. ცვლილების მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა (ე.წ. ბუსტერი), რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. ამასთან, კანონში ჩნდება მითითება, რომლის თანახმად, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია არ ითვალისწინებს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის განთავსებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017-2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 0-16 წლამდე დაღუპულ არასრულწლოვანთა რაოდენობა საქართველოში შეადგენს 42-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1915-ს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, სპეციალური საბავშვო სავარძლის გამოყენება, ჩვილებში - 70%-ით, ხოლო 1 წლიდან ასაკის ბავშვებში დაახლოებით 54%-იდან - 80%-მდე ამცირებს ავტოავარიის შემთხვევებში ბავშვთა სიკვდილობისა და დაშავებულობის რისკებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა