ლევან ვასაძე - სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი

სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი,რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი,-ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ვასაძის თქმით, არავითარი პოლიტიკური გარიგება შეხვედრაზე არ შემდგარა.

„არაფერი მისტიური, არაფერი ზებუნებრივი, არაფერი არაადამიანური ამ შეხვედრებში არ იყო. მე როგორც საზოგადოებას შევპირდი, არასდროს არ გავაჟღერებ ამ შეხვედრის შინაარსს, რადგან სცდება ჩემს და დარწმუნებული ვარ, ბიძინას ეთიკურ ნორმებსაც. არ მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით რამეს ოდესმე შევცვლი. არავითარი პოლიტიკური გარიგება, როგორც მდებენ ბრალს, არ შემდგარა. თუ ვინმეს სჯერა ჩემი გულწრფელობის და ადამიანობის, ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის. უბრალოდ, მე ეს იმიტომ გავაჟღერე, რომ როდესაც შენ ადამიანთან პირადი ურთიერთობები გაქვს, როცა შენ მას იცნობ, მოგმართა, შეხვდი, სახლში მიიღე, მერე მას სახლში ესტუმრე, არაკაცურია მერე გამოხვიდე და მას თითქოს არ იცნობ, რაღაცეები გაუგზავნო საჯაროდ, ამის გაჟღრების გარეშე. ამიტომ მე ეთიკური თვალსაზრისით ნორმად ჩავთვალე, რომ მეთქვა ბიძინა, მე და შენ ვურთიერთობთ, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ის,, რასაც მე შენ საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს“,-განაცხადა ვასაძემ.

მისივე განცხადებით, ის კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო