გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას „თბილისი გალერიაში“ აპროტესტებს

რადგან პოლიციასთან დაპირისპირება არ გვინდა, ამიტომ ვიკავებთ თავს მიწოლისგან, თორემ პოლიცია რომ არ იყოს, ამ ჩვენებას აუცილებლად ჩავშლიდით, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა „თბილისი გალერიაში“ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გასაპროტესტებლად მისვლის შემდეგ განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა აქციაზე პლაკატები მიიტანეს წარწერით: "ხელისუფლება პედერასტიის დამცველი და მხარდამჭერია" და "ეს ფილმი ეროვნული ტრადიციებისა და სარწმუნოების შეურაცხყოფაა".

"ჩვენ წავედით სხვადასხვა ადგილას იმიტომ, რომ იქ მისულ ნებისმიერ ადამიანს და ახალგაზრდას ენახა, რომ ამ ფილმზე შესვლა არ ღირს. უმნიშვნელოვანესია, სანამ ფილმი არ დამთავრდება იქ დგომა, იმიტომ, რომ მათ უნდა იცოდნენ, ფილმს ისე ვერ უყურებენ ბოლომდე, თუ მათ პოლიცია და რაიმე ძალა, ეს ცუდი ხალხი არ იცავს. ეს ფილმი მშვიდად არ მიმდინარეობს, არის პროტესტი და რადგან პოლიციასთან დაპირისპირება არ გვინდა ამიტომ ვიკავებთ თავს მიწოლისგან, თორემ პოლიცია რომ არ იყოს, ამ ჩვენებას აუცილებლად ჩავშლიდით. ჩვენ ვთხოვთ პოლიციელებს, რომ მათ აღასრულონ თავიანთი მოვალეობა და ჩაშალონ ჩვენება, ან გაიწიონ და ჩვენ შეგვიშვან", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა