ანა სუბელიანი - მოვითხოვ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებსაც ვთხოვდით დახმარებას და მათ არ დაიცვეს ჩვენი უსაფრთხოება

მოვითხოვ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებსაც ვთხოვდით დახმარებას და მათ არ დაიცვეს ჩვენი უსაფრთხოება. პოლიცია იყო ძალიან ახლოს. ისინი ხედავდნენ, როგორ გვემუქრებიდნენ. თუმცა, არანაირად არ რეაგირებდნენ,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა კინოთეატრ „ამირანთან“ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი მოთხოვნა ასახულია მისი გამოკითხვის ოქმშიც. მისივე თქმით, კიდევ ერთი მოთხოვნაა, მოქალაქე ბექა ვარდოსანიძის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება. ანა სუბელიანი ამბობს, რომ შეუძლია კიდევ ერთი პირის იდენტიფიცირება, რომელიც ბექა ვარდოსანიძესთან ერთად აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებს მისი მისამართით.

"ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი. ბრალი აქვს წაყენებული. თუმცა, ჩვენ ვითხოვთ, რომ დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვროს ის ფაქტი, რომ სიძულვილით მოტივირებული იყო დანაშაული. ასევე ვითხოვთ რამდენიმე ადამიანის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ჩვენს მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. ერთ-ერთი არის ბექა ვარდოსანიძე და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ფიზიკური იდენტიფიცირება შემიძლია. უბრალოდ, სახელი და გვარი არ ვიცი. ასევე, მოვითხოვ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც არ დაიცვეს ჩვენი უსაფრთხოება იმის მიუხედავად, რომ მუქარების ფონზე, ჩვენ მოვითხოვდით და ვთხოვდით მათ დახმარებას. პოლიცია იყო ძალიან ახლოს. ისინი ხედავდნენ, როგორ გვემუქრებოდნენ. თუმცა, არანაირად არ რეაგირებდნენ. შემდეგ მოვიდა ერთი ნიღბიანი პოლიციელი, რომელმაც გვითხრა, ხომ ხედავთ აგრესიულები არიან და დატოვეთ აქაურობაო.

ამ შეკამათების შემდეგ ჟურნალისტები გაჩდნენ გარშემო და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგვიყვანეს მოაჯირს იქით, შედარებით დაცულ ტერიტორიაზე. ამ პოლიციელებს რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტი არ მოხდებოდა“,- განაცხადა ანა სუბელიანმა.

მისივე შეფასებით კარგია, რომ წინა დღეების მოვლენების შემდეგ, პოლიცია მიხვდა ამ ადამიანების იზოლირების საჭიროებას.

"საბედნიეროდ იმ ფაქტის შემდეგ სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ამ ადამიანების ჩვენგან იზოლირება უნდა მოეხდინათ. გუშინწინ ეს კორდონი რისთვის იყო, სრულიად გაუგებარია, რადგან უსულო საგნებივით იდგნენ ეს პოლიციელები“,- განაცხადა სუბელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა