კინოთეატრ „ამირანიდან“ გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „სირცხვილია“ გააცილეს

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დასრულდა. კინოთეატრი მაყურებელმა პოლიციის კორდონის გავლით მშვიდ ვითარებაში დატოვა. გზის მეორე მხარეს მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით - "სირცხვილია" გააცილეს. ისმოდა ასევე გინებაც.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარტია "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როცა მაყურებელს პოლიციის კორდონის საშუალებით უწევს კინოთეატრის დატოვება და ამით მათ გამარჯვებას მიაღწიეს.

მისივე თქმით, ფილმთან დაკავშირებით იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან ადგილი ჰქონდა თაღლითობას. როგორც ის ამბობს, ფილმში მონაწილე არასრულწლოვნის მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა შინაარსის ფილმში იღებდნენ მათ შვილს.

მისივე თქმით, უფრო მეტ დეტალზე ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა