ბოლივიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თანამდებობები ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარცია ლინერამ და სენატის პრეზიდენტმა ადრიანა სალვატიერამაც დატოვეს.

“თანამდებობას ვტოვებ, გადადგომის შესახებ წერილი საკანონმდებლო ასამბლეას უკვე გავუგზავნე. ჩემი, როგორც ბოლივიის მკვიდრი პრეზიდენტის და თითოეული ბოლივიელის პრეზიდენტის ვალდებულებაა, მშვიდობაზე ვიზრუნო,“- განაცხადა ევო მორალესმა პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში.

მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოსტი გაავცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან მიდის, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.

“მინდა, ბოლივიელ ხალხს ვუთხრა, რომ გაქცევის მიზეზი არ მაქვს. მათ უნდა დაამტკიცონ, თუკი მე რამეს ვიპარავ,“ - წერს მორალესი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყანაში, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის შეთხვევაში დროებითი მმართველი სენატის პრეზიდენტი ხდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლივიაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ორი დღის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწოფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. ბოლივიის შეირაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდებოდნენ. გუშინ, გადადგმომის შესახებ გადაწყვეტილების გაჟღერებამდე, ევო მორალესმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გააკეთა განცხადება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს