ავსტრალიაში ტყის ხანძარი ძლიერდება, ხელისუფლებამ ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ავსტრალიაში ტყის ხანძარი ძლიერდება, ხელისუფლებამ ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში შვიდ დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოსახლეობას, რომელიც სტიქიის ზონაში ცხოვრობს, ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა, ვინაიდან ხანძრისგან "კატასტროფული" შედეგებია მოსალოდნელი.

კანონმდებლების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მეხანძრეებს სამთავრობო რესურსების კონტროლის, ევაკუაციის განხორციელების, გზების ჩაკეტვისა და სხვადასხვა დაწესებულების დახურვის მეტი შესაძლებლობა და უფლება ეძლევათ.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში, რამდენიმე დღეა უპრეცენდენტო რაოდენობის ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის დაღუპულია 3 ადამიანი და განადგურებულია 150-მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქიასთან ბრძოლას მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს