სერგეი ლავროვი -  რუსი და სომეხი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიაა

რუსი და სომეხი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ერევანში სტუმრობისას განაცხადა.

დიდი სამამულო ომის 78 წლისთავისამდი მიძღვნილ გამოფენაზე, სერგელ ლავროვი სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთისა და სომხეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

„სომეხი ხალხი სხვა საბჭოთა ერებთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა მოსკოვის საზღვრების დასაცავად, იბრძოლა სტალინგრადსა და კურსკში, ათავისუფლებდა რა კავკასიას და ყირიმს. სომეხი ერი სამართლიანად ამაყობს თავისი გმირებით, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ რუსეთი აფასებს „სომხეთის ერთგულებას ომის გმირების ხსოვნისადმი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა