სალომე სამადაშვილი - მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს

მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით სამადაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს, რომ მეუფე პეტრე „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია.

„ღიმილის მომგვრელია და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ის, რაც მე გუშინ მოვისმინე მეუფე პეტრესგან, მისი პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს. მაგალითად, ორივეს მიაჩნია, რომ უშუალოდ პუტინი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს. ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. ასევე იყო გახარიასთან მიმართებაშიც. ასე რომ, თუ რაიმე სიმპათიები და პოლიტიკური ხედვები გამოიკვეთა, ეს იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მეუფე პეტრეს შორის,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო