ნიკა მელიას ადვოკატი -  გპირდებით, რომ ეს საქმე უალტერნატივოდ დამთავრდება გამამართლებელი განაჩენით

გპირდებით, რომ ეს საქმე უალტერნატივოდ დამთავრდება გამამართლებელი განაჩენით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მედიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

პროცესზე დღეს სახელმწიფო ბრალდების ორი მოწმე - სამართალდამცავი და კიდევ ერთი მოქალაქე დაკითხეს, რომელიც 20 ივნისის ღამეს აქციაზე იმყოფებოდნენ.

გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ “პოლიტიკოსი რევოლუციის მცდელობაში დაადანაშაულო, როდესაც კადრები არის წარდგენილი, რომელიც პირიქით მიუთითებს”. მისივე თქმით, ნიკა მელია აწყნარებს ადამიანებს და ცდილობს დაარწმუნოს მოლაპარაკების უელტერნატივობაში. ადვოკატი ამბობს, რო დღეს დაკითხული მოწმის, მოქალაქის ჩვენებამ აღნიშნული დაადასტურა.

“რაც ყველაზე უფრო ნიშანდობლივია, მოქალქემ, რომელიც დაიკითხა, რომელიც თითქოს გამოძიებაში უთითებდა, რომ ნიკა მელიამ მოუწოდა, ხელმძღვანელობდა, მისი მოწოდების შედეგად დაიწყო ათასობით ადამიანმა პარლამენტში შესვლა, დღეს განაცხადა, რომ არავითარი მოწოდება და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას იტყოდა ნიკა მელია. “ჩვენ ვიყავით აღელვებულები, მოქალაქეები აბსოლუტურად არ ვაქცევდით ყურადღებას ნიკა მელია რას ამბობდა და როგორც, ჩვენ თვითონ გვინდოდა ვადამდელი არჩევნები და გადავწყვიტეთ და შევდიოდით პარლამენტში”. ბევრი ეცადა პროკურორი იმ ჩვენებაზე დაებრუნებინა, რომელიც გამომძიებელთან ჰქონდა მიცემული, მაგრამ მოწმემ დააფიქსირა, რომ საერთდ არ ჰქონდა წაკითხული, რა ეწერა საქმის მასალებში და აბსოლუტურად გამორიცხა, რომ მას ვინმე ხელმძღვანელობდა ან პარლამენტში მოქალაქეების მხრიდან შესვლის მცდელობა იყო ორგანიზებული ნიკა მელიას მხრიდან. ეს არის ნიშანდობლივი”, - განაცხადა კონდახიშვილმა.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, სამართალდამცავს, ადვოკატის განცხადებით, ის კარგად იყო მომზადებული.

“მოწმე ამტკიცებდა, რომ დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან იგი იყო სპეცაღჭურვილობაში, ჩაფხუტი ეხურა, იყო სკანდირებები და ესმოდა, რას საუბრობდა ნიკა მელია მოქალაქეებთან მიმართებაში, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. პოლიციის თანამშრომელი იყო აბსოლუტურად ტენდენციური, არ ასახავდა რეალობას და ჩვენ ამას დავადასტურებთ მისი ლოკაციიდან, შემხებლობიდან გამომდინარე. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ვეკითხებით, ნიკა მელიას გარდა შეაჩნიეთ თუ არა ვინმე, ცნობადი სახე, პოლიტიკოსი, გაგვცა პასუხი, რომ - არა. მარტო ნიკა მელია შეამჩნია პოლიციელმა, რომელიც რამდენიმე წელია მუშაობს პოლიციაში“, - აცხადებს კონდახიშვილი.

დღეს ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესს ნიკა მელია არ ესწრებოდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა