ანა დოლიძე - ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს - როდესაც იყო ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო

დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა.

„გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირა, როდესაც ირაკლი კობახიძე წერდა კანონს, მე ვაყენებდი საკითხს, ვიბრძოდი ამ თემებთან დაკავშირებით, რომ წესი იყო არასწორი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. მაშინ, სამწუხაროდ, არსად ისმოდა და უნდა გვსმენოდა ჩვენ სახალხო დამცველის მხარდაჭერა. დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20- კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს. შემდეგზე შეიძლება, რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ დღევანდელ სავალალო შედეგს ვერაფერს ვერ უზამს. სახალხო დამცველს ხმა რომ ამოეღო, როცა ეს ბრძოლა იყო ზენიტში, თუნდაც მკაცრი საჯარო განცხადება გაეკეთებინა, ეს იქნებოდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ამ ბრძოლაში მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვიყავით მარტო. მომავალში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია, მაგრამ მაშინ, როდესაც ის რაღაცას წყვეტს და არა მაშინ, როდესაც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია გავლილი“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, მან ჯერ კიდევ აგვისტოში მოუწოდა სახალხო დამცველს საჯაროდ, რომ ჩართულიყო პროცესებში და გაეკეთებინა განცხადება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

„როდესაც იყო ამ ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო. მას შეეძლო, რომ ჩვენ შეგვერთებოდა ბრძოლაში, მაშინ შეეძლო, რომ მართლაც რაღაც რეალური გავლენა ჰქონოდა. დღეს, როდესაც ყველაზე მკაცრი ეტაპი დასრულებულია, ეს არის საინტერესო, მაგრამ ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც რაიმე შედეგს მოიტანს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა