მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოს მიაქანებს შეუმდგარი სახელმწიფოსკენ

ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოს მიაქანებს შეუმდგარი სახელმწიფოსკენ, - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ კენტის განცხადებას.

„ჯორჯ კენტის განცხადება არის დასტური ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს მართლმსაჯულება, სახელმწიფო და მიაქანებს ქვეყანას შეუმდგარი სახელმწიფოსკენ, რომელიც ვერასდროს დაამარცხებს სიღარიბეს, უსამართლობას, ოკუპაციას და ვერასდროს გახდება განვითარებული, თანამედროვე და თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ეს პოლიტიკური ტერორიზმია! ჩვენ თანდათან გავხდებით არასასურველი პარტნიორი დასავლეთისთვის და ერთადერთ გზად დარჩება რუსეთი. "ლელო" სწორედ ამიტომ შეიქმნა! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა