სასამართლოსთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. სასამართლოსთან იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს არა ისინი ვინც დღეს არიან ბრალდებულები, არამედ დამკვეთები.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება, შენახვა და გავრცელება მძიმეა დანაშაულია და ხელისუფლება ვალდებულია, რომ დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული გადაიღო და გაავრცელა და არა ისინი ვინც “უბრალოდ მეგობრებში გადააგზავნეს”.

“ეს და ბევრად მეტი გააკეთა ათობით ათასმა ადამიანმა, მათ შორის პარლამენტის წევრებმა “ქართული ოცნებიდან”. მაშინ გამოდის, რომ ყველა ეს ადამიანი დაკავებული უნდა იყოს. ესენი არიან სწორედ ამ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ასე გამორჩევითად ჰყავთ შერჩეული ეს ადამიანები, იმათ ნაცვლად, ვინც მართლა დასასჯელია და დასაჭერი”,-განაცხადა ბარამიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო