ხათუნა ლაგაზიძე - კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს მოსამართლეების შერჩევის პროცესი აქამდე შეეჩერებინა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

კარგი იქნებოდა, რომ სახალხო დამცველს ეს პროცესი მანამ შეეჩერებინა, სანამ მოსმენები პარლამენტში გადავიდოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ასე შეაფასა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა.

ლაგაზიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შეუსაბამობები მანამდე აღმოჩენილიყო, სანამ პარლამენტში არსებული კანდიდატების განხილვა დაიწყებოდა.

„თავისთავად, ეს მისასალმებელი ინიციატივაა და კარგია, რომ სხვა თუ არავინ, სახალხო დამცველმა მაინც ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოწმენდა გადაწყვიტა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი და მისი თანამშრომლების კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შეუსაბამობები მანამდე აღმოჩენილიყო, სანამ პარლამენტში არსებული კანდიდატების განხილვა დაიწყებოდა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას, ეს არ გავრცელდება პარლამენტში უკვე მოსმენაგავლილ კანდიდატებზე. გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაინაღდა, მიიღო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის, სულ მცირე, მისი პარტნიორი, რაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია “ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნების პროცესში. მაგრამ ეს მხოლოდ „ოცნებას“ ჰგონია, რომ მიიღო მართული სასამართლო, თორემ აბა, პირად საუბრებში კარგად შეეკითხონ „კლანის“ წევრებს, ისინი როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს. ერთი სული აქვთ, როდის დაამტკიცებენ მათ კანდიდატურებს, რომ დღეს თუ თავის დაკვრით ასრულებენ „ოცნების“ პირობებს, როგორც კი ისინი უვადო მოსამართლეებად დაინიშნებიან, შემდეგ უკვე ისინი წაუყენებენ პირობებს „ოცნებას“ და ფაქტობრივად, უკონტროლონი იქნებიან თავის უკანონო ქმედებებში“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა