კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საფრანეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მოწოდება გზის გადაკეტვაზე მოძრაობამ „დემოკრატიული ცუნამი“ გააკეთა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გადაკეტილია გზის ორივე მიმართულება. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ სურთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ.

„ვაცხადებთ გენერალურ მობილიზაციას საზღვართან, მანქანებით ან მანქანების გარეშე. ამ ქმედების მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდოთ გააგებინონ ესპანეთს, რომ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელია“,- ნათქვამია „დემოკრატიული ცუნამის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს სეპარატიზმის გაღვივებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს