ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის სასამართლო პროცესი დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, სასამართლო პროცესი დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ, პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა. ბრალდების შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.

ადვოკატების პოზიციით, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და პროცესზე შესავალი სიტყვის ნაწილი მაინც უნდა იყოს საჯარო.

"ყველამ უნდა იცოდეს ის სამარცხვინო ბრალდება, რასაც ამ ადამიანებს ედავებიან. მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ეს შუამდგომლობა",-აცხადებდა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა