ეკა ბესელია - მინდა მივმართო ხელისუფლებას, დროულად მოახდინოს კონსტიტუციური ცვლილებების მიღება, რათა რაიმე საფრთხე არ დაემუქროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

"საგანგებოდ მინდა მივმართო ხელისუფლებას, დროულად მოახდინოს კონსტიტუციური ცვლილებების მიღება, რათა არ დაემუქროს რაიმე საფრთხე იმ საჯარო დაპირებას, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას ლევან ვასაძის განცხადებაზე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ყურადღება ვადამდელი არჩევნების საკითხმა მიიქცია.

„რომ არა მთლიანი ანალიზი და კონტექსტი, რა პოლიტიკური მოცემულობაც იკვეთება, ამ განცხადებას ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხმა, რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო სპონტანური და შესაძლოა, გახმოვანებულია ძალიან შეგნებულად. ვნახოთ, ეს კვირა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც უნდა გამოჩნდეს კონსტიტუციური ცვლილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში, დადგება თუ არა კენჭისყრაზე და ექნება თუ არა მას საკმარისი ხმები", - განაცხადა ბესელიამ.

მანვე მიმართა ხელისუფლებას, რომ დროულად მოხდეს კონსტიტუციური ცვლილებების მიღება.

"მე საგანგებოდ მინდა მივმართო ხელისუფლებას, დროულად მოახდინოს ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება, რათა არ დაემუქროს რაიმე საფრთხე იმ საჯარო დაპირებას, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. რატომღაც მგონია, რომ ეს გაჟღერებული განცხადება რაღაც კავშირშია გარკვეულ პირთა, შეიძლება სახელისუფლებო ჯგუფებთან, რომელთაც შეიძლება, მსგავსი სურვილიც აქვთ, რომ ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ პროპორციულ საარჩევნო პირობებში ეს ვერ მოხდება. ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და გვჭირდება სრული მობილიზება", - აღნიშნა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა