არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი, რომლის შვილიც ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილეობს, მოითხოვს, რომ ფილმი კინოჩვენებიდან  ამოიღონ

ზიზი ტოგონიძე, რომლის არასრულწლოვანი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილეობს, მოითხოვს, რომ აღნიშნული ფილმი კინოჩვენებიდან ამოიღონ. როგორც ზიზი ტოგონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა თემატიკაზე იყო აღნიშნული ფილმი. როგორც მშობელი აცხადებს, მას უთხრეს, რომ ფილმი ქართული ცეკვის ტრადიციის შესახებ იქნებოდა, შესაბამისად, დათანხმდა შეთავაზებას, რომ აღნიშნულ ფილმში მონაწილეობა მიეღო მის შვილს. როგორც ზიზი ტოგონიძე ამბობს, აპირებს, რომ ამ საკითხზე სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

ზიზი ტოგონიძის განმარტებით, მისი შვილი ამ ფილმში ერთ-ერთი სტუდიიდან მოხვდა, საიდანაც სხვადასხვა გადაღებებზე ხშირად დაჰყავდათ.

„გადაღებაზე, სამწუხაროდ, მე ვერ გავყევი, მეგობრის მშობელი გაყვა. რამდენჯერმე იქაც დავუკავშირდი, ჩავეკითხე რა ფილმი იყო და და პასუხი იგივე იყო, რომ ფილმი ქართულ ტრადიციებზე იყო. თავისთავად ცხადია, არანაირი ლგბტ თემა არ მოიაზრებოდა.

ფილმის თემატიკა გავიგე მაშინ, როდესაც ფილმი კანზე წარადგინეს, მაგრამ უპრიანად ჩავთვალე ის, რომ ჯერ ფილმი მენახა. როცა ფილმი ვნახე, ზუსტად ის რეაქცია მქონდა, როგორიც ყველა ნორმალურ ადამიანს ჰქონდა. ბავშვმა იცის ამჟამად და ცხადია, თვითონაც არ არის აღფრთოვანებული. ფილმის გადაღებების დროს 12 წლის იყო, ამჟამად 13 წლისაა. ბიჭის მშობელი ვარ და შესაძლოა, ეს ამბავი წინ ბევრჯერ დახვდეს. მოთხოვნა არის ის, რომ ფილმი კინოჩვენებიდან ამოიღონ. რომელიმე კადრებზე კი არ არის საუბარი, არამედ, ზოგადად ფილმი აღარ უნდა იყოს ჩვენებაში. სასამართლოში ჩივილს აუცილებლად ვაპირებ“, - განაცხადა ტოგონიძემ.

ამასთან, ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა საბავშვო თეატრი-სტუდია „მეორე სახლი 2”-ის ხელმძღვანელმა ნინო მესხმა. მისი განცხადებით, მას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ბავშვებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ფილმში, რომელიც იქნებოდა ქართულ ცეკვასა და ტრადიციებზე.

„გვიან ღამით დამიკავშირდნენ. ისიც არ ვიცი ვინ იყო, მთხოვეს, ვიცი თქვენთან ბავშვები არიან, სტუდია გაქვთ და გვინდა ორი ვიზუალურად კარგი ბავშვი, ცეკვა რომ შეეძლოთ, გადავიღოთო. ზოგადად, ჩემი წილი პასუხისმგებლობაა ის, რომ მინიმუმ საქმის კურსში უნდა ვყოფილიყავი, რას იღებდნენ. ეს ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის არა. აქედან გამომდინარე, მშობელიც საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. მშობლებს ჩემთან ნაკლებად აქვთ

პრეტენზია, ეს ჩემთვის გაკვეთილია. ამის შემდეგ მეცოდინება დეტალებში გამოვკითხო ყველაფერი ”,- განაცხადა ნინო მესხმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ