მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „ლაგოდეხი“ 7-11 ნოემბერს სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „ლაგოდეხში“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა