დიმიტრი გვრიტიშვილი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელს არ დააკმაყოფილებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი თითოეული კრიტერიუმის და მათი მახასიათებლების მიხედვით ქულებით ფასდება და სწორედ ეს ქულები აჩვენებს, რა მოსაზრებით უარყო ან მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭომ კანდიდატს. ამასთან, დიმიტი გვრიტიშვილმა შესაბამისი მაგალითიც მოიყვანა.

„საინტერესო ჩემთვის ის ფაქტი იყო, რომ თავად ანა დოლიძემაც კი დღეს, ბრალი დასდო სახალხო დამცველს დაგვიანებულ რეაქციაში, მაშინ როცა მისი, ნაზი ჯანეზაშვილის და სახალხო დამცველის პოზიციები ერთმანეთს ხშირად ემთხვეოდა. რაც შეეხება შინაარსობრივად სახალხო დამცველის პრეტენზიას, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძვლად ორი ძირითადი არგუმენტი აქვს: საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება არ ხდება და გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის. მე შევახსენებ საზოგადოებას და სახალხო დამცველსაც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული აქვს საქმე - მოქალაქეები: მთვარისა კევლიშვილი, მანანა გლოველი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება გამოტანილია 2017 წლის 7 აპრილს, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული აქვს დასაბუთების საკითხი. მითითებული აქვს, რომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრი თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში შეფასების ფურცელს ავსებს, რომელშიც კანონით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები ცალკეულ კომპონენტადაა ჩაშლილი და თითოეული წევრი ამ კომპონენტების მიხედვით ქულებით აფასებს თითოეულ კანდიდატს, ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერი ორგანოსთვის (პარლამენტი და ა.შ.) განსაზღვრული იქნეს განსაჯოს და იმსჯელოს, როგორ, რა გზით მივიდა იუსტიციის საბჭო ამ გადაწყვეტილებამდე.

ფაქტი, რომ თითოეული კანდიდატის შეფასება, თითოეული კრიტერიუმის და მათი მახასიათებლების მიხედვით ქულებით ხდება, სწორედ ეს ქულები აჩვენებს, რა მოსაზრებით უარყო, თუ მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭომ თითოეულ კანდიდატს. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების სარჩელი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც იგი თავის მიდგომას გაიზიარებს და სახალხო დამცველის ამ საკონსტიტუციო სარჩელსაც უპასუხებს იგივე არგუმენტით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმართებაშიც დადგენილია მსგავსი პროცედურა. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის ამ საკონსტიტუციო სარჩელს არ დააკმაყოფილებს“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს