ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. გასულ პროცესზე სხდომა გადაიდო.

პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ირაკლი ოქრუაშვილი პროცესის გადადებას ითხოვდა, ვინაიდან მისი განცხადებით, ადვოკატის აყვანა სურდა. ამასთან, საზოგადოებრივმა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა, რომელიც ოქრუაშვილს სავალდებულო წესით იცავს, გასულ პროცესზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობაში ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილს არ სურდა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ მომხდარიყო მისი დაცვა.

ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პროცესზე გამოცხადებას თავს არიდებს. ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები რამდენიმე სხდომის წინ აიცილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო