ფერმერთა ასოციაცია და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მეწარმე ქალებს შეხვდნენ

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მეწარმე ქალებს შეხვდნენ, რომლებიც პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ პოტენციური მონაწილეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალთა მხარდასაჭერად.

„56 მეწარმე ქალი პროექტის უკვე მესამე ნაკადს წარმოადგენს. ქალ მეწარმეთა მთავარ გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილეები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ტრეინინგებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. პროექტის ფარგლებში, მეწარმე ქალები შეიძენენ ახალ ცოდნასა და კავშირებს. საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორები კი, ფინანსურ მხარდაჭერასაც მიიღებენ. “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“, რომლის პარტნიორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტია და ნორვეგიის საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა